ბექა ჯავახიშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში 2016 წლის მაისიდან მუშაობს. დამთავრებული აქვს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
ბექა ჯავახიშვილმა 2015 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდა. მან პროფესიული კარიერა დაიწყო სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სტაჟირებით, ხოლო შემდგომ მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში იურისტის პოზიციაზე.
ბექა ჯავახიშვილს გავლილი აქვს ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრის, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის, ევროპის იურისტ–სტუდენტთა ასოციაციის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს, იურიდიული ფირმების ასოციაციის და ახალი ეკონომიკური სკოლის მიერ ჩატარებული სხვადასხვა ტრენინგები.